გომერის ქედი, ქედი ქვემო ქართლში, მდინარეების ალგეთისა (მტკვრის მარჯვ. შენაკადი) და ჭივჭავას (ხრამის მარცხ. შენაკადი) წყალგამყოფი, გამოეყოფა ბედენის ქედს სამხრ. მიმართულებით. აგებულია ცარცული ვულკანოგენური ფაციესის კირქვებით, მერგელებით, იშვიათად – სხვადა სხვა შედგენილობის ვულკანოგენური ქანებით. ჩრდ. ნაწილში ქედის კალთები საკმაოდ დახრილი და დასერილია. ქედის სიმაღლე ზ. დ. 1800 მ აღწევს, სამხრ.- აღმ-ით თანდათან დაბლდება (მთები გომერი – ზ. დ. 1458 მ და სამება – ზ. დ. 1199 მ).
დაფარულია ფართოფოთლოვანი ტყით.
დ. უკლება