გომისციძე

გომისციძე, გუმბათისებრი მთა მესხეთის ქედზე, მდ. გუბაზეულის (სუფსის მარცხ. შენაკადი) სათავეში. სიმაღლე ზ. დ. 2380 მ.

აგებულია დისლოცირებული, შუაეოცენური ანდეზიტურგანფენებიანი ტლანქშრეებრივი და მასიური ტუფ-ბრექჩიებით. გ-ის კალთების ქვემო ნაწილში წიფლნარ-მუქწიწვოვანი ტყეა, ზემოთ – სუბალპ. მდელოები.

დ. უკლება