გომღისმაღალი

გომღისმაღალი, მთა მდინარეების ასისა და არღუნის წყალგამყოფ ხევსურეთის ქედზე, სოფ. შატილის სამხრ.-დას-ით და უღელტეხილ ისართღელის სამხრ-ით, დუშეთის მუნიციპალიტეტში. სიმაღლე ზ. დ. 3740 მ.

აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებით. აღმ. კალთაზე (არღუნის აუზში) მცირე მყინვარებია. დამახასიათებელია სუბალპ. და ალპ. ლანდშაფტები.

ლ. მარუაშვილი