გონგაძე ნიკოლოზ ვალერიანის ძე (დ. 12. XII. 1948, თბილისი), ფარმაკოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1998), პროფესორი (2004).
1972 დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტი; 1978–89 მოღვაწეობდა თბილისისა და ლენინგრადის წამყვან კლინიკებში. 1993-იდან იყო თბილისის სახელმწ. სამედ. უნ-ტის ფარმაკოლოგიის კათედრის თანამშრომელი (1998-იდან – პროფესორი), 2002–06 – ამავე კათედრის გამგე. 1991–2003 მუშაობდა საქართვ. ჯანდაცვის სამინისტროს ფარმაკოლოგიურ კომიტეტში სხვადასხვა თანამდებობაზე, მ. შ. კომიტეტის თავ-რე.
მისი სამეცნ. შრომები ეხება გულ-სისხლძარღვთა და ცენტრ. ნერვულ სისტემაზე მოქმედი წამლებისა და ბიოლ. აქტიური ნივთიერებების ფარმაკოლოგიას. გ. არის მრავალი სამეცნ. შრომის, მ. შ. 2 მონოგრაფიისა და 2 სახელმძღვანელოს ავტორი.
თხზ.: საქართველოს ფარმაკოლოგიური ფორმულარი, თბ., 1994 (თანაავტ.); ანტიბიოტიკებით რაციონალური თერაპია, თბ., 2000 (თანაავტ.); Хронофармакология антигипертензивных средств, Тб., 2010; Guidebook and Compendium International Clinical Tonals, ed. by B. Brunier and G. Nahler, Denver, Colorado (USA), 1999, vol. 1 (თანაავტ.).