გონიო (ძვ. გ ო ნ ი ა), სოფელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში (აჭარის არ), მდ. ჭოროხის მარცხ. მხარეს, შავი ზღვის ნაპირას. თემის ცენტრი (სოფლები: გ., ავგია, ახალსოფელი, კვარიათი). ზ. დ. 30 მ, ხელვაჩაურიდან 10 კმ. 2,9 ათ. მცხ. (2002). სოფელშია სასტუმროები; ძვ. ციხესიმაგრე (იხ. სტ. გონიოს ციხე).
გ. პირველად მოხსენიებულია XIV ს. ტრაპიზონელი მემატიანის მიქელ პანარეტოსის „ტრაპეზუნდის ქრონიკაში". ერთხანს იტალ. ქალაქ-რესპ. გენუის სავაჭრო ფაქტორია იყო.
1547 გ. ოსმალებმა დაიკავეს და მათ მფლობელობაში დარჩა 1878-მდე. რუსეთ-ოსმალეთის ომის შედეგად 1878 გ. საქართველოს დაუბრუნდა.
ა. ცინცაძე
ი. სიხარულიძე