გონიოს ტბა, ტბა დასავლეთ საქართველოში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფ. გონიოსთან. ტბის ქვაბული მოქცეულია ზღვის სანაპირო დიუნებს შორის, ზ. დ. 0,5 მ-ზე. წაგრძელებულია ჩრდ-იდან სამხრ-კენ. ზედაპირის ფართ. 0,06 კმ², მაქს. სიღრმე 1,3 მ, წყლის მოცულობა 5,4 ათ. მ³. უმთავრესად საზრდოობს წვიმის წყლით. მინ. დონე ზაფხულში აქვს, მაქს. – შემოდგომაზე.
ი. აფხაზავა