გორა, დ ი ხ ა გ უ ძ უ ბ ა, დ ი ხ ა ზ უ რ გ ა, ნ ა ც ა რ გ ო რ ა, თ ე ლ ი, თ ე ფ ე, გ ო რ ა ს ა მ ა რ ხ ი (ყ ო რ ღ ა ნ ი), არქეოლოგიურ ძეგლთა ერთ-ერთი უძველესი სახეობა, რ-საც ბორცვის, გორის ფორმა აქვს მიღებული, ან ბუნებრივ გორაზე მდებარეობს.
ერთი მოსაზრებით, გ. უნდა ყოფილიყო გვაროვნული საზოგადოების დროინდელი გვარის სამოსახლო (ნ. ბერძენიშვილი); სხვა მოსაზრებით, უძველეს გ-ზე სახლობდნენ საერთო წარმოშობის, საგვარეულოს დიდი ან მცირე მონოგამური ოჯახები.
გ-ზე, მისი ხანგრძლივად ფუნქციონირების გამო (ძვ. წ. VII–I ათასწლ.), შეიძლებოდა ეცხოვრა განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, მათ შორის სახელმწ. დონეზე მდგომ სასოფლო თემსაც (გ. მინდიაშვილი).
გ-ების გაჩენა დაკავშირებულია ადამიანის მწარმოებლურ, განსაკუთრებით სამიწათმოქმედო საქმიანობაზე გადასვლასა (ნეოლითი) და ერთ ადგილზე ხანგრძლივ ცხოვრებასთან. დასახლების მჭიდრო, შეჯგუფებული ხასიათი ნაკარნახევი იყო თავდაცვის აუცილებლობით. ერთ ადგილას დიდხანს ცხოვრების შედეგად სხვადასხვა დროის საცხოვრ. და სხვა ნაგებობათა ნანგრევები ერთიმეორეს ემატებოდა და ვაკე ადგილებში თანდათან იწვევდა გ-ების, ნაცარგორების, თელების გაჩენას (შულავრის გორა, იმირის გორა, არახლოს გორა და სხვ.) (ა. აფაქიძე).
გ-ებად დასახლება საფუძველს უყრიდა საქართვ. ისტორიული „ქვეყანაების" ჩამოყალიბების პროცესს (ნ. ბერძენიშვილი).
ლიტ.: ა ფ ა ქ ი ძ ე ა., გორა, გორანამოსახლარი, კრ.: კავკასიის ხალხთა ისტორიის საკითხები, თბ., 1966; ბერძენიშვილი ნ., ერთი ფურცელი ისტორიულ-გეოგრაფიული დღიურიდან, «საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული», 1960, ტ. 1; მინდიაშვილი გ., გორანამოსახლართა სოციალური ბუნებისათვის, «მაცნე». ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, 1980, №4.
ა. აფაქიძე
გ. მინდიაშვილი