ვარდოსანიძე სერგო სერგოს ძე (დ. 2. I. 1956, სოფ. ზოვრეთი, ახლანდ. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი), ისტორიკოსი. ისტ. მეცნ. დოქტორი (2002), პროფესორი (2004). 1979 დაამთავრა ა. პუშკინის სახ. თბილ. სახელმწ. პედაგოგიური ინ-ტი (ახლანდ. ილიას სახელმწ. უნ-ტი). 1994-იდან იყო თბილ. სას. აკად. კათედრის გამგე. 1990–2004 მუშაობდა ს.-ს. ორბელიანის სახ. თბილ. სახელმწ. პედაგოგიურ უნ-ტში – იყო საქართვ. ისტ. ფაკ-ტის დეკანი, კათედრის პროფესორი, პრორექტორი სამეცნ. დარგში. 2005-იდან კავკასიის უნ-ტის, 2009-იდან კი საპატრიარქოსთან არსებული წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. უნ-ტის სრული პროფესორია, 2010-იდან – ამავე უნ-ტის რექტორი, ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის დეკანი. ვ-ის კვლევის ძირითადი მიმართულებაა საქართვ. ეკლესიის ეპარქიები, რუს. დროებითი მთავრობა და საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობისა და ეპარქიის საკითხები, საქართვ. და სომხ. ეკლესიის ურთიერთობა, ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია და მისი მღვდელმთავრები. არის მრავალი სამეცნ. ნაშრომის ავტორი.