გორაკა, სოფელი კასპის მუნიციპალიტეტის ქვემო ჭალის თემში (შიდა ქართლის მხარე), შიდა ქართლის ვაკეზე, მდ. ლეხურის (მტკვრის მარცხ. შენაკადი) მარცხ. მხარეს. ზ. დ. 840 მ, კასპიდან 15 კმ. 86 მცხ. (2002).
გ-ის თავში ნამოსახლარია, სადაც აღმოჩენილია ადრინდ. და გვიანდ. ბრინჯაოს ხანის კერამიკა. უძველეს ხანაში ეს ადგილი ლეხურის ხეობის ცენტრი ყოფილა. შემდგომ მის მახლობლად გაჩენილა ხეობის ახ. ცენტრები – სხვილოს ციხე (განვითარებული შუა საუკ.) და ქვემო ჭალა.
ჯ. გვასალია