გორანა

გორანა, მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ივრის მარჯვ. შენაკადი. სიგრძე 8,6 კმ, აუზის ფართ. 24,8 კმ² . სათავეს იღებს ქართლის ქედის აღმ. კალთაზე. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირეა ზამთარში. ერთვის რამდენიმე შენაკადი. საშ. წლ. ხარჯი 0,4 მ³/წმ.

ი. აფხაზავა