გორას განძი, ძვ. წ. XIII–XII სს. კოლხური კულტურის დამახასიათებელი ბრინჯაოს ხანის განძი, აღმოჩენილი სოფ. გორაში (ვანის მუნიციპალიტეტი).
შედგება ბრინჯაოს 12 სეგმენტისებური იარაღის, 5 თოხის, კოლხური ცულის, კოლხური ცულის ნატეხების, ნამგლის ნატეხისა და ბრინჯაოს ზოდებისაგან. დაცულია ნ. ბერძენიშვილის სახ. ქუთაისის სახელმწ. ისტ. მუზეუმში.
ლიტ.: ქ ო რ ი ძ ე დ., კოლხური კულტურის ისტორიისათვის, თბ., 1965.
ლ. ფანცხავა