გორაფი

გორაფი, მთა ჩხალთის ქედის თხემზე, მდ. არვაშის (ჯამპალის მარცხ. შენაკადი) სათავეებში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში. სიმაღლე ზ. დ. 2742 მ. აგებულია იურული პორფირიტებით და ტუფებით, ტუფ-ბრექჩიებით, ტუფქვიშაქვებითა და ფიქლებით.

აქვს ციცაბო კალთები, შემოსილია სუბალპ. და ალპ. მდელოს ბალახეულით.

დ. უკლება