ვარშალომიძე ლევან გურამის ძე

ვარშალომიძე ლევან გურამის ძე (დ. 17. I. 1972, ბათუმი), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე (2004–12). 1994 დაამთავრა კიევის უნ-ტის საერთაშ. ურთიერთობების ინ-ტის საერთაშ. სამართლის ფაკ-ტი. იყო საქართვ. საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშ.-სამართლებრივი დეპარტამენტის ორმხრივი ურთიერთობების სამმართველოს უფროსი (1998–2000), საქართვ. იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტ. თავ-რე (2000–02), საქართვ. ფინანსთა სამინისტროს იურიდ. დეპარტ. დირექტორი (2002), საქართვ. სახელმწიფო და სამართლის ინ-ტის საერთაშ. კერძო სამართლის განყ-ბის მეცნ. თანამშრომელი. „საქართველოს რკინიგზის” გენ. დირექტორი (2004).