გორგანელი ვახტანგ პეტრეს ძე (25. II. 1921, თბილისი, – 4. V. 1996, იქვე), პოეტი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1948). მონაწილეობდა II მსოფლიო ომში.
ლიტ. მოღვაწეობა 1944-იდან დაიწყო. პირველი წიგნი „სიცოცხლის ტალღები" 1947 გამოაქვეყნა. მის პოეტურ კრებულთაგან აღსანიშნავია „გზა მთებში" (1956), „მთელი გულით" (1959), „გზები და მწვერვალები" (1965), „ცეცხლი და ყვავილი" (1969), „ლექსები, პოემა" (1973), „ნახტომი იტალიის მთებიდან" (1974), „ყაყაჩოები არაგვის პირას" (1976) და სხვ.
გ. ავტორია აგრეთვე საბავშვო ლექსების კრებულებისა.
მისი ლექსები თარგმნილია უცხ. ენებზე.