ვასაძე აკაკი გიორგის ძე (27. VII. 1939, თბილისი, – 1. XI. 1998, იქვე), მწერალი, ლიტერატურათმცოდნე. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1981). დაამთავრა თსუ-ის დას. ევროპის ენებისა და ლიტ-რის ფაკ-ტი (1962). 1965 მეთევზე-მეზღვაურად ახლდა ქართ. საოკეანო თევზმჭერ ფლოტს. 1967-იდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ-ტში მეცნ. თანამშრომლად. პირველი მოთხრობა “გარსია” 1962 გამოაქვეყნა ჟურნ. “მნათობში”, პირველი წიგნი – მხატვრული ნარკვევების კრებული „ქართველები ოკეანეში” – 1968. გამოქვეყნებული აქვს მოთხრობების კრებულები: „უჩვეულო დღეები” (1971), “მოთხრობები” (1974); ლექსების კრებ. „თეთრი ნავი” (1978); ლექსებისა და პოემების კრებ. „გამხელა” (1985), პროზაული კრებ. „სამი ამბავი” (1988); ესეები და ნარკვევები: „ლექსი და შემოქმედება” (1975), „პოეზიის პრინციპები” (1987) და სხვ. მის სამეცნ. ნაშრომებში დასმულია ლიტ-რის ისტორიისა და თეორიის, ფსიქოლ., ესთეტ., ხელოვნებათმცოდნეობის პრობლემები. ვ-მ ჩვენში ახ. მეცნ. დისციპლინის – მხატვრული შემოქმედების ფსიქოლ. საკითხებს მიუძღვნა ნაშრომები: „მხატვრული გრძნობის პრობლემა” (1975, რუს. – 1978), „მხატვრული შემოქმედების ფსიქოლოგიის საკითხები” (1979) და სხვათა თარგმნა ჟ.-პ. სარტრის, ჰ. უელსის, ა. პუშკინისა და სხვათა ნაწარმოებები.