ვასაძე ლევან შიოს ძე (დ. 20. XII. 1970, თბილისი), ბიზნესმენი, მწერალი-პუბლიცისტი, ქველმოქმედი. დაამთავრა თსუ-ის გეოგრაფია-გეოლ. ფაკ-ტი (1992), ატლანტის ემორის უნ-ტის რობერტო გოიზუეტას სახ. ბიზნესსკოლა (1995). სხვადასხვა დროს (1990–2007) სწავლობდა და გადიოდა ტრენინგებს ნიუ-იორკის შტატის სენტ-ლოურენსის, ვაშინგტონის ჯორჯტაუნის, მოსკოვის წმინ-და ტიხონის მართლმადიდებლურ ჰუმანიტარულ უნ-ტებში. ვ. მუშაობდა ბიზნესის სფეროში აშშ-ში (1990–91 და 1993–95), რუსეთში (1995–2007), ინგლისში (2008–09). 2009 დაბრუნდა საქართველოში. იყო წამყვანი რუს. საერთაშ. კომპანიების დირექტორთა საბჭოს თავ-რე, გენ. დირექტორი, ვიცე-პრეზიდენტი და დირექტორი. არის რამდენიმე კომპანიის, მ. შ. შპს „ბაგრატიონი 1882-ის” (2006-იდან) და შპს „სამოსელი პირველის” (2009-იდან) დირექტორთა და სამეთვალყურეო საბჭოების თავ-რე, კიკეთის „იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქართული სასწავლებლის” დამაარსებელი და მმართველობის წევრი (2009-იდან), საქართვ. დემოგრ. აღორძინების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავ-რე (2013-იდან), ყოველწლიური საქველმოქმედო ღონისძიების „ქართული მეჯლისის” დამფუძნებელი და სამეურვეო საბჭოს წევრი (2011-იდან). ავტორია პუბლიც. და ლიტ. სტატიებისა და ესეებისა. იყო პროფესიონალი რაგბისტი, თამაშობდა თბილ. „ლოკომოტივში” (1988–92). მისი ძალისხმევით კიკეთში დაარსდა სარაგბო კლუბი „იუნკერები” (2010).