გორგასლიძე შალვა თეოფილეს ძე (23. IX. 1917, სოფ. უსახელო, ახლანდ. ცაგერის მუნიციპალიტეტი, – 23. VIII. 1991, თბილისი), სპორტსმენი (მოკრივე). სსრკ სპორტის ოსტატი (1939), სსრკ სპორტის დამს. ოსტატი (1951); საკავშ. კატეგორიის (1959) და სსრკ საპატიო მსაჯი (1969) კრივში. საქართვ. ფიზკულტ. და სპორტის დამს. მუშაკი (1967).
1940 დაამთავრა საქართვ. ფიზკულტ. სახელმწ. ინ-ტი. კრივში ვარჯიში დაიწყო 1932 (პირველი მწვრთნელი – თ. ფურცელაძე, შემდეგ გ. გასპარიანი და ა. გოლდშტეინი). 1937 იყო საქართვ. ნაკრების წევრი, 1945 კვლავ საქართვ. ნაკრების წევრი გახდა; მოიპოვა სსრკ გუნდური ჩემპიონობა. სსრკ ჩემპიონი (1944, მსუბუქ წონაში); 1937, 1938 და 1945 სსრკ პირველობის მესამე პრიზიორი. საქართველოს 13-გზის ჩემპიონი. რინგზე ჩაატარა 149 ორთაბრძოლა, მოიგო 132, აქედან 24 ნოკაუტით.
უ. ჭიჭინაძე