ვაჩნაძე იური ანატოლის ძე (დ. 8. III. 1933, თბილისი), პუბლიცისტი. დაამთავრა თბილ. ცენტრ. სამუსიკო სკოლა ვიოლინოს განხრით და თსუ-ის ფიზ. ფაკ-ტი (1956). 1960–90 ეწეოდა პედ. მოღვაწეობას სპი-ში. 1994-იდან ამერიკული რადიოსადგურის „სვობოდას” კოლუმნისტი და საკუთარი კორესპონდენტია თბილისში. ეთერში გავიდა ვ-ის 200-ზე მეტი მხატვრული გადაცემა. 2004–08 რადიო „თავისუფლების” ეთერში მიჰყავდა ყოველკვირეული საავტორო გადაცემა „მუსიკა, მუსიკა”, რ-მაც ავტორის პროფესიონალიზმისა და დახვეწილი გემოვნების, აგრეთვე გადმოცემის მაღალი კულტ. გამო დიდი პოპულარობა მოიპოვა. გამოცემულია ვ-ის მხატვრული რადიო-გადაცემების კომპაქტ-დისკების ალბომი (2010), ორენოვანი წიგნი „ქართულ-რუსული კონტრაპუნქტი” (2011), აგრეთვე პოეტური კრებულები „ბედ-იღბლის საზომით” (2012), „ჩემი ფაეტონი” (2013) და „საუბრები მუსიკაზე” (2013).