გორვაში

გორვაში, უღელტეხილი სვანეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, სიმაღლე ზ. დ. 3665 მ.

აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით, დამახასიათებელია ნივალური ლანდშაფტი. მდ. მესტიაჭალის (მულხრის მარჯვ. შენაკადი) ხეობას მყინვარ ლეხზირზე გავლით აკავშირებს მდ. ადილსუს (ბაქსანის მარჯვ. შენაკადი) ხეობასთან.

გ. მარგველანი