ვერძაძე ნური მუსტაფას ძე

ვერძაძე ნური მუსტაფას ძე (დ. 5. VI. 1939, ხელვაჩაური), ენათმეცნიერი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1995), პროფესორი (1996). საქართვ. პედ. მეცნიერებათა აკადემიის ნამდვ. წევრი (1996). 1966 დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი. 1991–96 მუშაობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. უნ-ტის ზოგადი ფილოლ. კათედრის გამგედ. 1996–2002 იყო ამავე უნ-ტის რექტორი, 2004–05 – მ. აბაშიძის სახ. სამეცნ.-კვლ. ცენტრის დირექტორი. ვ-ის სამეცნ. კვლევის ძირითადი მიმართულებაა ქართ.-უკრაინულ-რუს. ენების ურთიერთშეპირისპირების, თარგმანისა და ზოგადსაენათმეცნიერო თეორ. საკითხები. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. ნაშრომი, მ. შ. მონოგრაფიები: „ლექსის ენა და თარგმანი” (1989); „ქართული სიტყვის მადლით” (1994); „ხმოვანება ეროვნული სულისა” (1999); „ჩანაწერები მომავლისათვის” (2001) და სხვ. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1997).