გორისა, სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში (იმერეთის მხარე), ჭიათურის პლატოზე, მდ. ფრონის (ყვირილის მარცხ. შენაკადი) სათავეში. თემის ცენტრი (სოფლები: გ., გამოღმა არგვეთი). ზ. დ. 800 მ, საჩხერიდან 10 კმ. 1,4 ათ. მცხ. (2002).
წერილობით წყაროებში გ. პირველად XVII ს-ში მოიხსენიება.