გორის ბრძოლა

გორის ბრძოლა 1599, ქართველთა ლაშქრის ბრძოლა გორიდან ოსმალთა განსადევნად.

ირან-ოსმ. 1590 ზავით ამიერკავკასიაში ოსმალები გაბატონდნენ. ქართლის მეფე სიმონ I-მა 1598 განაახლა ომი ოსმალეთთან და ალყა შემოარტყა გორის ციხეს. ალყა ცხრა თვეს გაგრძელდა. 1599, დიდმარხვის დასაწყისში, ქართველებმა ციხეს ალყა მოხსნეს. ოსმალებმა სიფხიზლე მოადუნეს. მტრის ეს შეცდომა კარგად გამოიყენა სიმონ I-მა, რ-ის ბრძანებითაც გორის ყოფ. მოურავმა სულხან თურმანიძემ და ფარსადან ციციშვილმა თავიანთ მამულებში საიდუმლოდ დაამზადეს ციხის კედლებზე ასასვლელი კიბეები ქართველთა ლაშქარი ღამით ჩუმად მიადგა ციხეს და დაიწყო გალავანზე გადასვლა, რაც ოსმალებმა გვიან შენიშნეს. გააფთრებული ბრძოლის შემდეგ, გათენებისას, მტერმა იარაღი დაყარა. გ. ბ-ს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქართლის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში.

წყარო : გორგიჯანიძე  ფ., საქართველოს ისტორია, ს. კაკაბაძის გამოც., «საისტორიო მოამბე», 1925, წგ. 2; ეგნატაშვილი ბ., ახალი ქართლის ცხოვრება, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, იქვე, ტ. 4, თბ., 1973.

ლიტ.: ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი  ნ., ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი  ივ., ჯ ა ნ ა შ ი ა  ს., საქართველოს ისტორია, ნაწ. 1, თბ., 1948; გვრიტიშვილი დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან, ტ. 2, თბ., 1965; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973.

დ. კაჭარავა