ვეფხვაძე ალექსი ივანეს ძე (1. VI. 1931, თბილისი, – 17. XII. 1982, იქვე), ფერმწერი. საქართვ. დამს. მხატვარი (1965). დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემია (1945, უ. ჯაფარიძის კლასი) და ლენინგრადის ი. რეპინის სახ. სამხატვრო ინ-ტი (1948). მნიშვნელოვანი ნამუშევრები: „ბაგრატიონის დაჭრა ბოროდინოს ბრძოლაში” (1948), „ი. ბ. სტალინის გადასახლება ბათუმიდან 1903 წელს” (1949; სტალინური პრემია, 1951). „კ. მარქსი და ნ. ნიკოლაძე” (1957) (ყველა – შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნ. მუზეუმი, თბილისი) „დოდოს პორტრეტი” (1979) და სხვ.