ვეძისობა

ვეძისობა, სახალხო დღესასწაული (დღეობა) თბილისში. დაწესდა XX ს. მიწურულს და იხდიან ქალაქის უბან ვეძისში 1993-იდან (შემოდგომით, ოქტ. I კვირას). ვ. იმართება უბნის თავში, „გულიგორის” სერზე, სადაც 1993 საფუძველი ჩაეყარა წმ. გიორგის საყდარს და აიგო სამლოცველო ნიში. 1998-იდან ვ-ზე იმართება დოღი; გრძელდება თბილ. ძვ. ცხენოსნური ტრადიციები (იხ. ცხენოსნობა, ყაბახი).