გორის სასულიერო სასწავლებელი

გორის სასულიერო სასწავლებელი, ერთ-ერთი პირველი სასულიერო სასწავლებელი საქართველოში, დაარსდა 1818. ასწავლიდნენ რუს. და ძვ. სლავურ გრამატიკას, არითმეტიკას, საეკლ. გალობას, კატეხიზისს, ბერძნ. და ლათ. ენებს (პირველდაწყებითი კურსი), საღვთო სჯულს და სხვ. დიდი ყურადღება ექცეოდა თარგმანს (ქართულიდან – რუსულად და რუსულიდან – ქართულად).

სხვადასხვა დროს აქ სწავლობდნენ ი. გოგებაშვილი, ი. ჯუღაშვილი (სტალინი), ლ. კეცხოველი, ს. მგალობლიშვილი (შემდეგ აქვე ასწავლიდა ქართ. ენასა და ლიტ-რას), ნ. ლომოური და სხვ.

გ. ს. ს. დაიხურა 1917. გ. ს. ს-ის ბ-კის ფონდი დაცულია ი. გოგებაშვილის სახ. პედ. ბ-კაში.

დ. გურგენიძე