გორისუბანი, სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბუგეულის თემში (რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე), რაჭის ქედის ჩრდ. კალთაზე, მდ. რიონის ხეობაში. ზ. დ. 800 მ, ამბროლაურიდან 17 კმ. 71 მცხ. (2002).
სოფელში არის წმინდა ბარბარეს დარბაზული ეკლესია. შემორჩენილი წარწერებისა და ორნამენტის მიხედვით ეკლესია XI ს-შია აგებული. მოპირკეთებულია შირიმის ქვით. შიგნით ერთიანად მოხატული ყოფილა. შემორჩენილია კანკელის რამდენიმე ფრაგმენტი.
მ. დვალი