გორიჯვარი, ადგილობრივი მნიშვნელობის ბალნეოლოგიური კურორტი გორის მუნიციპალიტეტში, გორიდან 2 კმ -ზე, ზ. დ. 710 მ. მცენარეულობა სტეპური ხასიათისაა, ჰავა რბილია. იცის მცირეთოვლიანი ზამთარი (იანვ. საშ. ტემპ-რა –1,2ºC) და ცხელი, მშრალი ზაფხული (აგვ. საშ. ტემპ-რა 22,3ºC). ნალექების წლ. რაოდენობა დაახლ. 500 მმ. ძირითადი სამკურნ. ფაქტორია ჰიდროსულფიდური, ქლორიდულ-ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიანი, დაბალი მინერალიზაციის (0,9 გ/ლ) წყალი, რ-საც იყენებენ აბაზანებისათვის ქვედა კიდურების, პერიფერიული ნერვული სისტემისა და გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ. კურორტზე პანსიონატი და სააბაზანო მუშაობს ივნ-იდან ოქტ-მდე. იხ. აგრეთვე დიდი გორიჯვარი და პატარა გორიჯვარი.
გ. უშვერიძე