ვადაჭკორია გურამ არსენის ძე (დ. 11. X. 1930, თბილისი), პათომორფოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1967), პროფესორი (1991). 1952 დაამთავრა თსსი. ხელმძღვანელობდა პათომორფოლ. განყ-ბებს თავდაპირველად (1960–62) ტუბერკულოზის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში, შემდეგ 1962–71 – ექსპერ. და კლინ. თერაპიის ინ-ტში. 1973–2003 უძღვებოდა ა. წულუკიძის სახ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტის პათომორფოლ. და ჰისტოქიმიის ლაბორატორიას. არის საქართველოს სამედ.-ბიოლ. მეცნ. აკად. წევრი (1996). საქართვ. პროფილაქტიკური მედ. და ადამიანის ეკოლ. მეცნ. აკად. წევრი (1994). ვ-ს სამეცნ. კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ენდოკრინული სისტემის სტრუქტურული ცვლილებების შესწავლა ექსპერ. ათეროსკლეროზის დროს. გამოცემული აქვს მრავალი სამეცნ. ნაშრომი, მ. შ. სამი მონოგრაფია. არის ერთი გამოგონების ავტორი.