ვაზეჰი

ვაზეჰი (ნამდვ. სახელი – მ ი რ ზ ა  შ ა ფ ი ) (დაახლ. 1792–96, განჯა, – 28. XI. 1852, თბილისი), აზერბაიჯანელი პოეტი, განმანათლებელი, კალიგრაფი. 1840-იდან თბილ. სამაზრო სასწავლებელში ასწავლიდა აზერბ. და სპარს. ენებს. 1844 დააარსა ლიტ.-ფილოს. წრე. 1846–50 განჯაში მასწავლებლობდა. 1850 დაბრუნდა თბილისში. ვ-ის შემოქმედება შეიცავს ფილოს. ლირიკას, სატირული ჟანრის ნაწარმოებებს, სატრფიალო ლექსებს და სხვ. ვ-ის ლექსების დედნები, მცირე გამონაკლისის გარდა, შემორჩენილი არ არის. მსოფლიო მას იცნობს გერმ. პოეტის ფ. ბოდენშტედტის თარგმანით („ათას ერთი დღე აღმოსავლეთში”, 1850 და „მირზა შაფის სიმღერები”, 1851). ვ. კარგად იცნობდა ქართ. სინამდვილეს, რაც მის პოეზიაშიც აისახა (“დამშვიდობება თბილისთან”).

თხზ.: Избранная лирика, Баку, 1986; [წიგნში] Антология азербайджанской поэзии, т. 2, М., 1960.

ლიტ.: ბ ო დ ე ნ შ ტ ე დ ტ ი  ფ., ათას ერთი დღე აღმოსავლეთში, თბ., 1965; Р а ф и л и  М., Мирза Шафи в мировой литературе, Баку, 1958; С е й д з а д е  А. А., Мирза-Шафи Садыкоглы Вазех, Баку, 1969.

გ. შაყულაშვილი