„ვაზისუბანი“

„ვაზისუბანი”, სუფრის თეთრი ღვინო, მზადდება რქაწითელისა და მწვანე კახური ჯიშის ყურძნისგან, რ-ებიც გაშენებულია კახეთის ზონაში. არის ღია ჩალისფერი, ნაზი ჯიშური ბუკეტი, აქვს რბილი ჰარმონიული გემო. სიმაგრე – 11,5–12,5%, ტიტრული მჟავიანობა – 5,5–7,0 გ/დმ³ უშვებენ 1978-იდან. „ვ”-ის ჩამოსხმა ხდება ღვინის ქ-ნებში: „თელიანი ველი”, „თელავის ღვინის მარანი”, „თბილღვინო”, „ბადაგონი” და სხვ.