ეკუმენიზმი, მოძრაობა, რომლის მიზანია ყველა ქრისტიანული კონფესიის გაერთიანება. ჩაისახა პროტესტანტული ეკლესიის წიაღში XIX–XX სს- ში. ოფიციალურად გაფორმდა 1910 ედინბურგში (დიდი ბრიტანეთი) მისიონერთა მსოფლიო კონფერენციაზე, რ-საც 1921 „მისიონერთა საერთაშორისო საბჭო" ეწოდა. მან გამოაცხადა ქრისტ. ეკლესიების გაერთიანება დოგმატური და კანონიკური განსხვავებების ხელშეუხებლად. ეკუმენური მოძრაობის მომხრეები თანდათან გაჩნდნენ პროტესტანტული სამყაროს გარეთაც. შედეგად საფუძველი ჩაეყარა საერთაშ. მასშტაბის ორგანიზაციის, ანუ ეკუმენური მოძრაობის ხელმძღვანელი ორგანოს – ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს შექმნას.