გორმაღალი, მთა მდინარეების ვეზურისა (ჯეჯორის მარჯვ. შენაკადი) და კოზისწყლის (ღარულის სათავე) წყალგამყოფ ქედზე, ჯავის მუნიციპალიტეტში. სიმაღლე ზ. დ. 3187 მ. აგებულია ქვედაცარცული კირქვებით, მერგელებითა და ქვიშაქვებით. აქვს კლდოვანი, ციცაბო კალთები, რ-ებზეც განვითარებულია რელიეფის მყინვარული ფორმები. მცენარეულ საფარს თითქმის მთლიანად მოკლებულია.
ს. ნემანიშვილი