ვალი

ვალი (არაბ., სიტყვასიტყვით – დამცველი), ოლქის, პროვინციის (ვილაიეთის) მმართველი თურქეთსა და ზოგ სხვა მუსლიმანურ ქვეყანაში. ემორჩილება ცენტრ. ადმინისტრაციას. აქვს მნიშვნელოვანი უფლებამოსილება, მეთაურობს საოლქო ადმ. აპარატს. გვიანდ. ფეოდ. საქართველოში ვ. (ირანის შაჰის „მოადგილე”) ეწოდებოდა ქართლის მაჰმადიან მეფეებს, რ-ებიც ქვეყანას განაგებდნენ 1632–1744 (როსტომი და სხვ.).