დაბლაგომი

დაბლაგომი, სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში (იმერეთის მხარე), იმერეთის დაბლობზე, მდ. რიონის მარცხ. მხარეს, დაფნარი–ვანის საავტ. გზაზე. გომის თემის ცენტრი (სოფლები: დ., გომმუხაყრუა, გომნატეხები, დაფნარი, დობირო, ზედა ეწერი, კეთილაური, კვირიკე, მთისძირი, ქვედა ეწერი, ცივწყალა). ზ. დ. 40 მ, სამტრედიიდან 12 კმ, დაფნარიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 4 კმ. 1,1 ათ. მცხ. (2002).

სოფლის თავზე არის ძვ. ციხის ნანგრევები.