ვანის განძი, ძვ. წ. II–I სს. სპილენძის მონეტების განძი. აღმოჩენილია 1967 ვანის ნაქალაქარის არქეოლ. გათხრების დროს მოზაიკურიატაკიანი ტაძრის საკურთხევლის წინ. შეიცავს 119 ც. მონეტას. განძის 1 მონეტა მოჭრილია ქ. ამისოსში და თარიღდება ძვ. წ. 111–105 (შუბლზე, მარჯვნივ, ომის ღმერთის არესის თავის გამოსახულებაა, ზურგზე – ქარქაშში ჩაგებული მახვილი). დანარჩენი მონეტები ერთნაირია (თარიღდება ძვ. წ. I ს. 80-იანი წლებით), რ-თა შუბლზე გამოსახულია ნაყოფიერების ღვთაების ისიდას თავსამკაული – სტილიზებული ლოტოსი, ზურგზე – რვაქიმიანი ვარსკვლავი. ეს მოტივი უნიკალურია. ასეთი მონეტები აღმოჩენილია მხოლოდ ძვ. კოლხეთის ტერიტორიაზე (ვანი, ეშერა). ამის საფუძველზე სავარაუდოა, რომ ისინი ადგილობრივად იჭრებოდა.
ლიტ.: დ უ ნ დ უ ა გ., იჭრებოდა თუ არა მონეტა ვანში?, «მაცნე». ისტ., არქეოლ., ეთნ. და ხელოვნ. ისტ. სერია, 1974, №2; დ უ ნ დ უ ა გ., ჯალაღანია ი., ქართული ნუმიზმატიკური ლექსიკონი, თბ., 2009; Дундуа Г. Ф., Л о р д к и п а н и д з е Г. А., Денежное обращение Центральной Колхиды, Тб., 1983.
გ. დუნდუა