თავადთა საგვარეულო, ბარათაშვილების ერთი შტო ქვემო ქართლში XVI–XIX სს-ში. გ-ის გვარის ფუძემდებლად ითვლება გოსტაშაბ ქავთარის ძე ბარათაშვილი, მოხსენიებულია 1523 ბარათიანთ გაყრის წიგნში. გ-ის სათავადო მამულები – საგოსტაშაბიშვილო – ძირითადად ალგეთის ხეობაში მდებარეობდა. ყმა-მამულს ფლობდნენ აგრეთვე ქციის ხეობასა და სომხითში. გ-ის სამფლობელო ცენტრი იყო სოფ. ამლივი (ახლანდ. ამლევი), სადაც ჰქონდათ სასახლე და 1683 აშენებული სასაფლაო-მონასტერი. სასახლე ჰქონდათ ბირთვისშიც, სარსასაფლაო - საძვალე კი – ბეთანიაში. გ-ს XVII–XVIII სს. მიჯნაზე 300 კომლი გლეხი და 10-მდე ვასალი აზნაური ჰყავდათ. 1713 და 1721–24 გ. გაიყარნენ. ლეკიანობის შედეგად XVIII ს. ბოლოსათვის მათი ყმა-მამული შემცირდა, რის გამოც XIX ს-ში წვრილ მფლობელებად იქცნენ. გ-ის ფეოდ. სახლის უფროსი – მეორე, ხოლო სახლიკაცები მესამე ხარისხის თავადებად ითვლებოდნენ.
ლიტ. იხ. სტ-თან გ ე რ მ ა ნ ო ზ ი შ ვ ი ლ ე ბ ი.
გ. ჯამბურია