ვაჟასწყარო, ბალნეოკლიმატური კურორტი დუშეთის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1050 მ სიმაღლეზე. თბილისიდან – 70 კმ, დუშეთიდან – 25 კმ. იცის ზომიერად ცივი თოვლიანი ზამთარი (იანვ. საშ. ტემპ-რა –4°C) და თბილი ზაფხული (აგვ. საშ. ტემპ-რა 18°C). ნალექები 1000 მმ წელიწადში. ბუნებრივი სამკურნ. ფაქტორია მთის ჰავა და მინერ. წყალი (იხ. ვაჟას წყარო),