„ვაჟას წყარო”, ნახშირორჟანგიანი ქლორიდულ-ჰიდროკარბონატული კალციუმ-ნატრიუმიანი სამკურნალო მინერალური წყალი. საბადო მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ფშავის არაგვის ხეობაში, მდ. ჩარგლულის შესართავთან, ადგილ. მნიშვნელობის კურორტ ვაჟასწყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე. მინერ. წყალი განლაგებულია იურულ-ცარცული ასაკის კარბონატული ქანების ნაპრალოვან ზოლში. საბადოს ჯამური მარაგი (დებიტი) არის 229 მ ³/დღ-ღ. წყლის ქიმ. შედგენილობა:
ტემპ-რა 11–12°C. მაღალი მინერალიზაციის წყალს (М – 12–22 გ/ლ) სეზონურად იყენებენ აბაზანების მისაღებად (წყალს ათბობენ 37–38°C-მდე), დაბალი მინერალიზაციისას (М – 4–12 გ/ლ) – სასმელ-სამკურნალოდ. წყალს იყენებენ ძირითადად საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებათა – ქრონ. გასტრიტის, კოლიტის, პანკრეატიტის, კუჭისა და თორმეტგოჯას წყლულოვანი დაავადების, ღვიძლის ქრონ. დაავადებების, ნივთიერებათა ცვლის ზოგიერთი მოშლილობისა და სხვათა სამკურნალოდ.
ტ. ჩიჩუა
ვ. ჯალიაშვილი