ვაჟა-ფშაველას მწვერვალი

ვაჟა-ფშაველას მწვერვალი, მწვერვალი კიდეგანის ქედზე (ხევსურეთის კავკასიონი), მდინარე არხოტისწყლის (ასის ზემოწელი) სათავეში. სიმაღლე 4200 მ. აგებულია იურული თიხაფიქლებით. მწვერვალზე პირველად ავიდნენ 1943 ალპინისტ ალექსანდრე ჯაფარიძის ხელმძღვანელობით (ალპინისტური ჯგუფის წევრები იყვნენ ე. რეიზენი და გ. ხულელიძე).