„თბილისის სასკოლო ინვენტარის ფაბრიკა” (სააქციო საზოგადოება), ავეჯის საწარმო თბილისში. შეიქმნა 1946, როგორც რკინიგზის უწყებრივი დაქვემდებარების სპეციალიზებული ავეჯის დამამზადებელი სახელოსნო, 1957იდან იგი გარდაიქმნა საყოფაცხოვრებო და საკანცელარიო ავეჯის დამამზადებელ სახელმწ. საწარმოდ; 1962იდან სპეციალიზებული იყო სასკოლო ავეჯის წარმოებაზე და ეწოდა „თბილისის სასკოლო ინვენტარის ფაბრიკა”; 1970იდან დაემატა სკოლამდელი ასაკის ბავშვთა დაწესებულებებისათვის ავეჯის წარმოება. ამასთან ერთად საწარმო ამზადებდა საყოფაცხოვრებო ავეჯსაც. სხვადასხვა წლებში (1969–70; 1976–80; 2006–09) საწარმოში განხორციელდა რეკონსტრ. და ტექ. გადაიარაღების სამუშაოები. მნიშვნელოვანი რეკონსტრ.გაფართოება მოხდა 1987 – ექსპლუატაციაში გაუშვეს 12700 მ 2 ფართობის ახ. ორსართულიანი საწარმოო კორპუსი. 1996 სახელმწ. საწარმო გამოისყიდა კოლექტივმა და გადაეცა მას საკუთრებაში. 1997 არსებული ფკის ბაზაზე შეიქმნა სააქციო საზბა „თ. ს. ი. ფ.” ამჟამად საწარმო უშვებს შემდეგი სახის პროდუქციას: სასკოლო, საბავშვო და საოფისე ავეჯს. წარმოებისათვის საჭირო ნედლეული (ლითონის მილები, მერქანბოჭკოვანი ფილა, ლამინირებული ფილა, ლაქსაღებავები, ფურნიტურა და სხვ.) ძირითადად შემოაქვს თურქეთიდან და უკრაინიდან. საწარმოს საპროექტო სიმძლავრე 3 მლნ. ლარია წელიწადში.