„თბილისის ჩაის საწონი ფაბრიკა”

„თბილისის ჩაის საწონი ფაბრიკა” (სააქციო საზოგადოება), კვების მრეწველობის საწარმო. აშენდა 1940 როგორც თბილისის ჩაის გადამწონი ფკა. აფასოებდა შავ და მწვანე ბაიხაოს ჩაის. მისი საპროექტო სიმძლავრე წელიწადში შეადგენდა 5 ათ. ტ დაფასოებულ ჩაის. 1954–55 ჩატარდა ფკის ტექ. გადაიარაღება და საწარმოს სიმძლავრემ 10 ათ. ტ დაფასოებული ჩაი შეადგინა, ხოლო 1983–89, რეკონსტრუქციის შემდეგ, მისი სიმძლავრე წელიწადში 21 ათ. ტმდე გაიზარდა. ძირითადი პროდუქცია იყო სხვადასხვა ხარისხის ბაიხაოს ჩაი: „საქართველოს თაიგული”, უმაღლესი ხარისხის, I, II და III ხარისხისა და სხვ. სანედლეულო რესურსებს იღებდა საქართვ. სხვადასხვა ჩაის პირველადი გადამმუშავებელი ფკიდან, აგრეთვე ინდოეთიდან და ჩინეთიდან (როგორც საკუპაჟე მასალას). გამოშვებული პროდუქცია იგზავნებოდა სსრკის რესპუბლიკებსა და საზღვარგარეთის სხვადასხვა ქვეყანაში. 1990იდან საწარმოს ჩაის მიწოდება შეუწყდა როგორც შიდა ქსელიდან, ისე უცხოეთიდან. 1993იდან ფკა გასაღების ბაზრის დაკარგვის გამო მუშაობდა 10%იანი დატვირთვით და წელიწადში უშვებდა 2000 ტ დაფასოებულ ჩაის, რიც გადიოდა ძირითადად დსთ-ის ქვეყნებში. 1996 თბილისის ჩაის საწონი ფკ-ის ბაზაზე შეიქმნა სააქციო საზბა „თ. ჩ. ს. ფ.” ამ პერიოდიდან საწარმო თავისი პროფილით აღარ ფუნქციონირებს.