„თბილისური”

„თბილისური”, ვაზის ჰიბრიდული ჯიში. მიღებულია `ალექსანდრიული მუსკატისა” და „რქაწითელის” შეჯვარებით. აქვს გარეგნულად ლამაზი, დიდი მტევანი და მოყვითალომომწვანო, ჭარბრბილობიანი, ოვალური მარცვალი. ვაზი ინტენსიურად იზრდება, უხვმოსავლიანი (200 ც/ჰა-ზე), შენახვისუნარიანი და ტრანსპორტაბელურია. შაქრიანობა 19,5 – 21%-ია, მჟავიანობა – 5,4–5,7 გ/დმ 3. მწიფდება ოქტომბერში. ფართოდაა გავრცელებული აღმ. საქართველოს მევენახეობის რნებში. ჯიში გამოიყვანეს ა. ქანთარიამ და ნ. ჩახნაშვილმა. ქ. გეგეშიძე.