გოჩა ბატონიშვილი (ბ ა გ რ ა ტ ი ო ნ ი) (გ. 1599), სამხედრო მოღვაწე, გიორგი IX-ის ძე, ქართლის მეფის სიმონ I-ის თანამებრძოლი, მეწინავე ჯარის ქვემო ქართლის სადროშოს სარდალი.
თავი გამოიჩინა 1599 გორიდან ოსმალების განდევნისათვის ბრძოლაში, სადაც დაიღუპა. გ. ბ-ის შთამომავლებმა გოჩაშვილის გვარი მიიღეს (იხ. გოჩაშვილები ).
წყარო: გორგიჯანიძე ფ., საქართველოს ისტორია, ს. კაკაბაძის გამოც., «საისტორიო მოამბე», 1925, [ტ.] 2; ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.
ვ. გუჩუა