ვარდისუბანი

ვარდისუბანი, XIX ს-ში ძველი ვერის – საგაბაშვილოს – ტერიტორიაზე გაჩენილი სოფლური დასახლება. სახელწოდება მიიღო აქ არსებული ასკილის (გარეული ვარდი) ბუჩქნარის გამო. აღსანიშნავია, რომ 1884 თბილ. გეგმაზე ვარაზისხევის ადგილას დატანილ ხევს ეწოდება „...овраг Вардисхеви”. ვ. დაახლოებით შემოიფარგლებოდა თ. ჭოველიძის, პ. მელიქიშვილის, კ. კეკელიძის ქუჩებითა და ზემო ვერის დასახლებით (ე. წ. „სემიონოვკის დასახლება”). ამ ადგილას სოფ. ვ-ის არსებობაზე მიგვანიშნებს ამავე სახელწოდების ქუჩა (ახლანდ. ს. ჯანაშიას ქუჩა) და „ვარდისუბნის მთა” (ახლანდ. ზემო ვერე). ამ ტერიტორიის ქალაქური განაშენიანება XIX ს. 80-იანი წლებიდან იწყება.

ლიტ.: ბ ე რ ი ძ ე  თ., ძველი თბილისის გარეუბნების ისტორია, თბ., 1977; თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები, ენციკლოპედია, თბ., 2008.