ვარდისუბანი, სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტის ქსოვრისის თემში (მცხეთა-მთიანეთის მხარე), მუხრანის ვაკეზე, მდ. ქსნის (მტკვრის მარცხ. შენაკადი) მარცხ. ნაპირზე. ზ. დ. 580 მ, მცხეთიდან 22 კმ, ქსნიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 12 კმ. 98 მცხ. (2002). ვ. პირველად მოხსენიებულია XVII ს-ში. მისი მამულები ეკუთვნოდა ზევდგენიძეთა საგვარეულოს. XVI –XVIII სს-ში შედიოდა სამუხრანბატონოში. ვახუშტი ბატონიშვილი (XVIII ს.) ვ-ს მუხრანის თემის სოფლებში განიხილავს.
ჯ. გვასალია