ვარდისფერი ვარხვი

ვარდისფერი ვარხვი (Pelicanus onocrotalus), ფრინველი ვარხვისნაირთა რიგისა. ტანად ბატზე გაცილებით დიდია, აქვს მოვარდისფრო-თეთრი სხეული, შავბოლოებიანი ფრთები, გრძელი ნისკარტის ქვეშ – კუნთოვანი პარკი. გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, ცენტრ. აფრიკასა და ეგვიპტეში (ყველგან სპორადულად). ბინადრობს ველისა და უდაბნოს ზონების ტბებსა და მდინარეების დელტებზე. იკვებება თევზებით. შეტანილია „საქართველოს წითელ წიგნში”. საქართველოში გვხვდება მხოლოდ მიმოფრენისას შავი ზღვის სანაპიროებზე.

რ. ჟორდანია