ვარდოსანიძე ვლადიმერ (ლადო) გრიგოლის ძე (დ. 10. IV. 1945, ქ. ვლადიკავკაზი), არქიტექტორ-ურბანისტი. საქართვ. დამს. არქიტექტორი (2012). დაამთავრა სპი (1969). იყო საქართვ. ურბანისტთა საზ-ბის თავ-რე (1990–2007). მუშაობდა „საქქალაქმშენსახპროექტში” (1969–72), მოსკ. ქალაქთმშენებლობის ცენტრ. სამეცნ.-კვლ. საპროექტო ინ-ტში (1972–77), ძეგლთა დაცვის სისტემაში; იყო ძეგლთა აღრიცხვა-პასპორტიზაციის განყ-ბის გამგე. სამეცნ.-კვლ. საქმიანობას ეწევა ქალაქების (კერძოდ, საქართველოს ქალაქების) სოციოლოგიის, ურბანისტიკისა და თეორიის სფეროში. ამ დარგში და თანამედროვე არქიტ. პრაქტიკის სხვადასხვა საკითხზე გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. შრომები და კრიტ. სტატიები (ქართ., ინგლ., გერმ., რუს. ენებზე). 1977-იდან პედ. მოღვაწეობას ეწევა სპუ-ის არქიტ. ფაკ-ტზე.
ლ. ბოკერია
ს. კინწურაშვილი