ვართაპეტოვი არტაშეს (არკადი) იაკობის ძე [20. I(1. II). 1894, ბაქო, – 10. V. 1987, თბილისი], დერმატოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1955), პროფესორი (1956), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1962). 1919 დაამთავრა მოსკოვის უნ-ტის სამედ. ფაკ-ტი; 1952-იდან ხელმძღვანელობდა საქართვ. ჯანდაცვის სამინისტროს კანისა და ვენერულ სნეულებათა სამეცნ.-კვლ. ინ-ტის დერმატოლოგიურ განყ-ბას. იკვლევდა ნეიროგენულ-ალერგიული დერმატოზების პათოგენეზის, მკურნალობისა და პროფილაქტიკის საკითხებს. დაამუშავა ქრონ. დერმატოზების ბალნეო და თალასოთერაპიით კომპლ. მკურნალობისა და სტაფილოდერმიის ღრმა ფორმების სტაფილოკოკური ბაქტერიოფაგით მკურნალობის წესები. შეისწავლა ნერვული სისტემის როლი ტროფიკული წყლულების განვითარებაში. დაადგინა ურთიერთდამოკიდებულება კანის პათოლოგიასა და შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ფუნქციურ მდგომარეობას შორის. იყო სსრკ-ის დერმატოლოგ-ვენეროლოგთა სამეცნ. საზ-ბის საპატიო წევრი (1973).
თხზ.: К клинической симптоматологии пеллагры, Тфл., 1934; Патология кожи и внутренняя секреция, Тфл., 1935 (თანაავტ.). Современные основы иммунотерапии глубоких форм стафилодермии, Тб., 1971; Чесотка, Тб., 1973.