ვარისი

ვარისი, ვ ა რ ა ს ი  (არაბ. ვარის – მემკვიდრე), ფეოდალურ საქართველოში ზოგადად – უფლებამონაცვლე, კერძოდ კი – უფრო შორეული, როდესაც პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე არ არსებობდა. ტერმინი „ვარისი” ხშირადაა გამოყენებული XVII–XVIII სს. საბუთებში; გვხვდება XIX ს-შიც. ვახტანგ VI-ის წყალობის სიგელში თბილ. მცხოვრებლებისადმი (1722) მოხსენიებულია ვ., რ-ის ძალითაც მემკვიდრეთა წრე გაფართოვდა და მას განაყარი ნათესავები და მოყვრებიც კი მიეკუთვნენ (იხ. ვახტანგ VI-ის სამემკვიდრეო კანონი).

ლიტ.: ფ უ რ ც ე ლ ა ძ ე  დ ., ვახტანგ VI-ის სამემკვიდრეო კანონი, «საბჭოთა სამართალი», 1969, №3;  ფ უ ტ კ ა რ ა ძ ე  ი., ფაქტობრივი მფლობელობის დაცვა ფეოდალურ საქართველოში, კრ.: ქართული სამართლის ისტორიის საკითხები, [ტ.] 3, თბ., 1979.

დ. ფურცელაძე