ვარსინის (ვაჭევის) მღვიმე

ვარსინის (ვაჭევის) მღვიმე, კარსტული მღვიმე ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფ. ვაჭევში, იმერეთის მაღლობზე, ზ. დ. 740 მ სიმაღლეზე. გამომუშავებულია ზედაცარცულ სქელშრეებრივ კირქვებში. მღვიმეში შესასვლელი იხსნება კაცხურის ხეობის ფსკერისპირა ზოლის მარცხ. ფერდობზე, ვიწრო, 0,5 მ სიმაღლის, ხვრელის სახით. მღვიმე დერეფნული ტიპისაა, აქვს სუბჰორიზონტული ფსკერი და ცალკეული დარბაზული გაფართოებანი. მთელ მანძილზე ნგრევის უხვი მასალაა დაგროვილი. გაედინება ნაკადული, რ-იც შესასვლელთან ნაზვავ მასალაში იფილტრება. მღვიმის ჯამური სიგრძე 960 მ-მდეა, ფსკერის ფართ. – 1400 მ², მოცულობა – 5600 მ³. მღვიმეში ჰაერის ტემპ-რა 9°C-მდე აღწევს.

ლიტ.: ტ ა ტ ა შ ი ძ ე  ზ., წ ი ქ ა რ ი შ ვ ი ლ ი   კ., ჯ ი შ კ ა რ ი ა ნ ი  ჯ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 2009.